ჩვენ შესახებ
Updated: Jun 13, 2023
2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში 33 სკოლაში ისტ-ის პედაგოგის ნათია კამკამიძის და მათემატიკის პედაგოგი გიორგი პერანიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რობოტექნიკის კლუბი, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან c++ პროგრამირების ენას და პროგრამირებადი დაფის arduino-ს დახმარებით სხვადასხვა ხელსაწყოების შექმნას.
კლუბის მოღვაწეობის პერიოდში განხორციელდა შემდეგი პროექტები:
ყვავილების ავტომატური მორწყვის სისტემა.
მიზანი_შევქმნათ სარწყავი სისტემა რომელიც ჩაანაცვლებს ადამიანის შრომას.ის მორწყავს მცენარეს მაშინ, როცა მას დასჭირდება წყალი.
მოწყობილობა შეიქმნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლებზე.
2.ნახშიროჟანგის გაზომვა
მიზანი_ატმოსფერო ჰაერში,ნახშიროჟანგის შემცველობის განსაზღვრის ხელსაწყოს დამზადება არდუინოს საშვალებით
3. წყალწითელას ეკოლოგიური მდგომარეობის კვლევა
მიზანი: მდინარეში ნარჩენებით და საწარმოს წყლების დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა
4.თანამედროვე სათბურის გათბობის სისტემის შექმნა(მზის და ქარის განახლებადი ენერგია)
5.განახლებადი ენერგო რესურსებზე საგამანათლებლო ბლოგის შექმნა.
მონაწილეები:
web დეველოპერი:შოთა ჭოლოკავა
ტექსტის რედაქტორი და დამკაბადონებელი:
ანასტასია სტურუა, ზურა ყავლაშვილი, ანა კელენჯერიძე, ანა ჭელიძე.
კლუბს აქვს მონაწილეობა მიღებული:ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე,აწსუს სამეცნიერო პიკნიკზე,არის იდიატორთა კლუბის წევრი,კლუბს წარდგენილი აქვს თავისი გამოგონებები აწსუს იდეატორთა კლუბის კონკურსში,მიღებული აქვს მონაწილეობა ცერნის შვეიცარიის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციისკონკურსში და ნასას პროექტში.

კონსულტანტი: ისტ-ის მენტორი მასწავლებელი,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:ნათია კამკამიძე
საკონტაქტო პირი სსიპ 33 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ქიმიის მენტორი : მარინა ისკაკოვა 577277533


Comments